top of page

ჩვენი ვაფლის შესახებ

ჩვენ გთავაზობთ ლიეჟურ ვაფლს საუკეთესო რეცეპტით დამზადებული ცომიდან, რომელიც პირდაპირ ბელგიიდან ჩამოგვაქვს. ცომში გამოყენებულია საუკეთესო ნატურალური ინგრედიენტები, რომლებიც არ შეიცავენ გმო-ს. 

 

ჩვენი ვაფლის ძირითადი ინგრედიენტებია:

-უმაღლესი ხარისხის თეთრი ფქვილი

-მცენარეული ზეთის მარგარინი ან კარაქი.

-კვერცხი

-შაქარი

-ვანილი

-მარილ

-საფუარი

 

!ვაფლი არ შეიცავს კონსერვანტებს და საღებავებს!

 

ბელგიური ვაფლის უამრავი რეცეპტი არის გამოქვეყნებული, მაგრამ ნამდვილი ლიეჟური ვაფლის ცომის დამზადების ტექნოლოგია ბელგიური მწარმოებლების საიდუმლოებაა, რომელსაც ფაქიზად უფრთხილდებიან. ბელგია აწარმოებს გაყინული ლიეჟური ვაფლის ცომის ექსპორტს მსოფლიოს ყველა კონტინენტზე.

 

არამარტო ჩვენი ვაფლი არის 100% ბელგიური წარმოშობის, არამედ ვაფლის გასაწყობი ინგრედიენტებიც რომელსაც ჩვენ ვიყენებთ არის ბელგიური წარმოშობის:

-ბელგიური რძიანი შოკოლადის ჩხირები, რომლებიც ახალ გამომცხვარ ცხელ ვაფლში თავსდება, ნაზად დნება და დაუვიწყარ გემოს ანიჭებს მას.

-ჩვენი შოკოლადის, კარამელის და მარწყვის სიროფი არის ამ დარგის ლიდერი ბელგიური კომპანია Colac-ის ნაწარმი. ამ სიროფებით და რძის კრემით ან ხილით გაწყობილი ვაფლი. ყველაზე მომთხოვნ გურმანსაც განაცვიფრებს.

ჩვენ ასევე გთავაზობთ ბრუსელურს ვაფლს, რომელიც მზადდება ორიგინარული ბელგიური რეცეპტით ბელგიური წარმოების ყველაზე ცნობილი სპეციალური ვაფლის საცხობით. 

ვაფლის შესახებ

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ლიეჟური ვაფლის დაუვიწყარი გემოს სამყაროში. მაცდუნებელი არომატის და უნიკალური გემოს გამო ვაფლი ითვლება შესანიშნავ დესერტად ან სწარფი კვების კერძად შიმშილის გრძნობის მოსაკლავად. 


ბელგიური ვაფლის ორი ნაირსახეობა არსებობს: ლიეჟური და ბრუსელური. მაგრამ ყველაზე გავრცელებულია და ცნობილია ვაფლი, რომელიც ატარებს ბელგიური ქალაქის - ლიეჟის სახელს. გადმოცემის თანახმად მე-18 საუკუნეში ლიეჟის პრინცმა დაავალა თავის მზარეულს ცომისაგან მოემზადებინა რაიმე ახალი და საინტერესო. მზარეული ადგა და ფუნთუშის ცომს დააყარა შაქრის ნატეხები. გამოცხობისას შაქარი კარამელიზირდა და გამოვიდა თანამედროვე ლიეჟური ვაფლის მაგვარი საკონდიტრო ნაწარმი. როგორც ამბობენ პრინცი აღფრთოვანებული დარჩა. მას შემდეგ ვაფლის რეცეპტი დაიხვეწა და ვაფლის საცხობმა მოწყობილობებმაც მნიშვნელოვანი განვითარება განიცადა.


სიტყვა ვაფლი წარმოშობით არის ფრანკი ტომების ”ვაფლა”-დან რაც კონტექსტიდან გამომდინარე ნიშნავდა თაფლის ფიჭას ან ნამცხვარს. ვაფლი დამკვიდრდა გერმანულ და ჰოლანდიურ ენებში და გვიან შუა საუკუნეებში ასევე გავრცელდა სხვა ევროპულ ენებში. ვაფლის ფრანგული ანალოგი, რომელიც ასევე ფრანგული წარმოშობისაა არის ”გოფრ”.


ყველაზე გავრცელებული ბელგიური ვაფლის სახეობებია ბრუსელური და ლიეჟური. ლიეჟური ვაფლის განმასხვავებელი ნიშანი გემოსა და ტექსტურის გარდა არის შაქრის ტიპი - sucre perle, რომელიც გამოიყენება მის დასამზადებლად. Sucre perle-ს ზუსტი თარგმანი არის მარგალიტისებრი შაქარი. შაქრის ნატეხები მართლაც გამოიყურება როგორც თეთრი მარგალიტები. ის ჩვეულებრივი შაქრისაგან განსხვავებით კარამელიზირდება უფრო მაღალ ტემპერატურაზე. შაქრის ნატეხები ერევა ცომს, ხოლო გამოცხობისას ისინი ნაწილობრივ კარამელიზირდება და წარმოქმნიან კარამელის ხრაშუნა გარსს.

ბრუსელური ვაფლი, ლიეჟურისაგან განსხვავებით არ არის ტკბილი და არ შეიცავს შაქრის ნატეხებს. ის არი მსუბუქი, ხრაშუნა და მას მიირთმევენ სხვადსასხვა სიროფებით, ნაღების მუსით, ნაყინით და ხილით გაწყობილს. ბელგიელები მას ზოგჭერ მოიხსენებენ, როგორც შესაჭმელ თეფშს.

!
Widget Didn’t Load
Check your internet and refresh this page.
If that doesn’t work, contact us.
bottom of page